Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

17-06-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2022 წლის 13 ივნისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.

სტუმრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ - მამია ფხაკაძემ და სასამართლოს მენეჯერმა - გურამ კორკოტაშვილმა უმასპინძლეს.

სტუდენტები გაეცნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხორციელებულ პროექტებს (სასამართლოში შექმნილ ბავშვზე მორგებულ გარემოს, სასამართლოს ფოიეში მოწყობილ მცირე საოფისე სივრცეს, სასამართლოს მომხმარებელებისათვის მოქალაქეთა მისაღებში არსებულ სერვისებს, ასევე დაათვალიერეს ბავშვზე მორგებული საკანი და სხვ.). შეხვედრისას მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, ამასთან ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარების უზრუნველსაყოფად მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია