რუსთავის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს გამარტივებულ კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურის - კურიერის პოზიციაზე. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ივლისი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო". |