Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-10-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გათვალისწინებულ იქნა "საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე დისტანციური წესით გამართული სასამართლო სხდომების შესახებ" ევროპის საბჭოს 2021 წლის ანგარიშში და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის (ცაესის) ინსტიტუტის მიერ დისტანციური მართლმსაჯულების პრაქტიკულ სახელმძღვანელოში მითითებული რეკომენდაციები, ელექტრონული მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოში ისეთი პირობების შექმნაზე, რომელიც სამართლებრივი კონსულტაციის საჭიროებისას უზრუნველყოფს ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2022 წლის 6 სექტემბრის № 510/თ ბრძანებით განისაზღვრა ცალკეული ორგანიზაციული საკითხები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ადვოკატსა და სხდომაში დისტანციურად მონაწილე ბრალდებულს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას, სასამართლოში გამოცხადებულ ადვოკატსა და სხდომაში დისტანციურად მონაწილე ბრალდებულს შორის, კომუნიკაციის აუცილებლობის წარმოშობისას, მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებული მცირე საოფისე სივრცე აღიჭურვა ყველა საჭირო ელექტრონული პროგრამით (meet.court.ge, webex, zoom, skype).

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია