Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

21-10-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის პოპულარიზაციის მიზნით, გათვალისწინებული იქნა აშშ-ს სასამართლოს პრაქტიკა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის გასაგზავნ უწყებებზე QR კოდის დატანასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს იმ ვებ გვერდზე შესვლა, რომელიც ასახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს არსებულ ვებ გვერდზე მომზადდა QR კოდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა პირდაპირ შევიდეს ჩვენი ვებ გვერდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ გვერდზე, სადაც განთავსებულია ამ ინსტიტუტით დაინტერესებულ პირთათვის სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის აუდიო ვერსიის სახით.

სამწუხაროდ ვებ გვერდის მოძველებული ტექნიკური მახასიათებლები არ იძლევა შესაძლებლობას ამ ნაწილში ასახული ინფორმაცია უფრო სისტემატიზირებული და ადვილად ხილვადი იყოს მომხმარებელისთვის, თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუტის პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ვებ გვერდის უფრო მეტი ინფორმაციით დატვირთვის მიზნით გრძელდება მუშაობა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია