Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

19-12-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, 2022 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში სასამართლოს თანამშრომელთა ძალისხმევით გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ:


·  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი;

 

·   სასამართლოს შენობის შესასვლელ კიბეებზე და ფოიეში, მცირე მხედველი პირებისთვის განთავსდა გზამკვლევი კონტრასტული ნიშნულები;

 

·     უსინათლო და მცირე მხედველ პირთათვის შენობაში დამოუკიდებლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით მოეწყო ტაქტილური ბილიკები;


·       სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირთათვის სასამართლოს თანამშრომლებთან კომუნიკაციის გაადვილების მიზნით, სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სარკმელთან მოეწყო სამ ენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) კლავიატურა;


·       სასამართლოს მისაღები განყოფილების სარკმელთან არსებული დუბლირებული ეკრანი აღიჭურვა მცირე მხედველი და წერა - კითხვის არ მცოდნე პირებისთვის განკუთვნილი ელექტრონული პროგრამებით „reader” და „recognizer”. ელექტრონული პროგრამა „reader”-ი სასამართლოს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მხოლოდ ქართულ ენაზე ხმოვანი გამოხატვით შეადგინონ სასამართლოსთვის მიმართვის მათთვის სასურველი განცხადებები და ასევე ხმოვანი ბრძანებით გაგზავნონ ისინი სასამართლოს კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე, შემდგომი რეაგირებისთვის. 2022 წლის ოქტომბრის თვეში აღნიშნულ პროგრამას დაემატა ასევე SMS შეტყობინების ფუნქცია. იმის დასტურად, რომ ნამდვილად გადაიგზავნა ელექტრონული განცხადება, მცირე მხედველ ან/და წერა კითხვის არ მცოდნე პირს, ელექტრონული განაცხადით სასამართლოს კანცელარიისთვის მიმართვისას, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS). მეორე ელექტრონული პროგრამა (recognizer) მცირემხედველ ან წერა-კითხვის არმცოდნე პირებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ (ხმოვანი ტრანსლაციით) მათთვის  განკუთვნილ სასამართლოს ელექტრონულ დოკუმენტაციას და მიიღონ დოკუმენტის აუდიო ჩანაწერი;


·  ეტლით მოსარგებლე პირებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს ფოიეში (შენობის ფართის სიმცირის გათვალისწინებით), რეკომენდაციებით დადგენილ სიმაღლეზე მოეწყო სამუშაო მაგიდა ტრანსფორმერი, დამატებითი განათებით.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია