Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები

29-12-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები

რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) შევსების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად, 2022 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა შიდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გამოცხადდა 1 კანდიდატი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 28 დეკემბრის №4 შემაჯამებელი სხდომის ოქმის თანახმად, კანდიდატი შეფასდა რა გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა რა ასევე კანდიდატს შეფასების შედეგები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა საუკეთესო კანდიდატი - ხათუნა ხარშილაძე.

კონკურსის მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ დასანიშნად წარდგენაზე და გაეგზავნათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უფლება აქვს მიმართოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია