Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები

22-02-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) შევსების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად, 2023 წლის 18 იანვარს გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გამოცხადდა 3 კანდიდატი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №4 შემაჯამებელი სხდომის ოქმის თანახმად, კანდიდატები შეფასდნენ რა გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, საკონკურსო კომისიამ უარი განაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

ვინაიდან საკონკურსო კომისიამ უარი განაცხადა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.

 

კონკურსის მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ დასანიშნად წარდგენაზე და გაეგზავნათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უფლება აქვს მიმართოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია