Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

22-03-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი.

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 124- მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოში I, II და III რანგის თანამდებობაზე პირის მოხელედ მიღებისას.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია