Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

10-04-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლო

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სასამართლოს შენობაში არსებული დროებითი განთავსების საკნის ნაკლებ მატრამვირებელ გარემოდ ქცევისა და ამასთან, აღმზრდელობითი ფუნქციის უზრუნველსაყოფად, არასრულწოვნებისთვის განკუთვნილი საკანი მოიხატა და მოეწყო არასტანდარტულად, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. ანტივანდალურ საცავში დამონტაჟდა ტელევიზორი, რომლითაც, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, ხდება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ისეთი ვიდეორგოლების ტრანსლირება, რომლებიც სიკეთეზე - ადამიანის ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე და ძალაზე,  სიკეთის კეთების საჭიროებაზე მოუთხრობს მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო ძალიან გადატვირთულია მიმდინარე საქმეებით და მწირი ადამიანური რესურსის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტ სივრცეში ,,სიკეთე გადამდებია“ - თემასთან დაკავშირებული ვიდეორგოლების მუდმივ მონიტორინგს, მოხარული ვიქნებით, თუ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, გაგვიზიარებთ მითითებულ თემატიკასთან დაკავშირებულ, თქვენთვის ცნობილ ვიდეორგოლის ლინკებს, რომლებსაც გავაცნობთ ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებს და მათგან მიღებული დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის მათი გაცნობის მიზანშეწონილობას, ვუზრუნველყოფთ არასწრულწლოვნების საკანში მოთავსებული პირებისთვის ვიდეორგოლზე წვდომას.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია