Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-04-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო აგრძელებს რა ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, შემუშავებული და დამზადებული იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზებში არსებული მოწმის დასაკითხი მაგიდის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც, ტრანსფორმირებადი ტექნიკური შესაძლებელობის გათვალისწინებით, მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას განსხვავებული საჭიროებების მქონე პირებისთვის (ეტლით მოსარგებლე, ხანდაზმულები, ბავშვები, და ა.შ.).

პროექტის შემდგომი, ფართო გავრცელების მიზანშეწონილობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი ფორმა, ტექნიკური მახასიათებლები და ზომები შესაძლებელს ხდის, სასამართლოებში უკვე არსებული მოწმის დასაკითხი მაგიდები გადაკეთედეს დიდი მატერიალური დანახარჯების გარეშე.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია