Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

27-04-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2023 წლის აპრილის თვიდან, იმის გათვალისწინებით, რომ შემსუბუქებულია კოვიდ შეზღუდვები, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,  რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაახლა საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირება, რომლის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე ნათლად მიუთითებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 და 2020 წლებში ჩატარებული მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 1 ივლისიდან - 5 ივლისის ჩათვლით ჩატარებული მოქალაქეთა კმაყოფილების კველის თანახმად, გამოკითხულთა 87.8%-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს საინფორმაციო სამსახურის/თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის მკაფიო და გასაგები, ხოლო გამოკითხულთა 90%-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 16 დეკემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული მოქალაქეთა კმაყოფილების კველის თანახმად, გამოკითხულთა 86.7%-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს საინფორმაციო სამსახურის/თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის მკაფიო და გასაგები, ხოლო გამოკითხულთა 89%-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 27 იანვრიდან - 31 იანვრის ჩათვლით ჩატარებული მოქალაქეთა კმაყოფილების კველის თანახმად, გამოკითხულთა 94.7%-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს საინფორმაციო სამსახურის/თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის მკაფიო და გასაგები, ხოლო გამოკითხულთა 88.4%-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია