Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დასრულდა პირველი ეტაპი პროექტის - „მეგობრობა მომავალ თაობასთან“

19-09-2023
დასრულდა პირველი ეტაპი პროექტის - „მეგობრობა მომავალ თაობასთან“

რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისი არასრულწლოვნი შვილების ინიციატივით და მხარდაჭერით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაასრულა პირველი ეტაპი პროექტის სახელწოდებით - „მეგობრობა მომავალ თაობასთან“.

რუსთავის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით სასამართლოში გამოცხადება, თუ სამართლებრივი საჭიროება არ არსებობს, მოსმენილი იქნას წარმოდგენილი ბავშვის პოზიცია სასამართლოში განსახილველ სადაო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არცთუ იშვიათად, მშობლები მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით ცხადდებიან სასამართლოს შენობაში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთავის საქალაქო სასამართლომ განახორციელა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რათა მაქსიმალურად დაიცვას სასამართლოში წარმოდგენილი ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება იმ ემოციური და მატრამვირებელი გარემოსგან, რომელიც ხშირად იქმნება სასამართლოში გამოცხადებულ მხარეთა ემოციური თავშეუკავებლობით. შექმნილი გარემოს და სასამართლოში წარმოდგენილი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარემ, მისი შვილების რჩევით და მხარდაჭერით, გადაწყვიტა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებიც სასამართლოში წარმოდგენილი არიან მხოლოდ მომყოლ პირად და პირდაპირი კავშირი არ აქვთ განსახილველ საქმესთან, სასამართლოს თავმჯდომარის სამახსოვრო წერილთან ერთად გადაეცეთ მცირედი საჩუქარი, რაც ვფიქრობთ, გაზრდის როგორც სასამართლოს ვიზიტორთა კეთილგანწყობას, ასევე მომავალ თაობაში გააჩენს დადებით ემოციებს სასამართლოსადმი, ამასთან შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის მაღალ პასუხისმგებლობას მომავალი თაობისადმი.

ამ პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში (2023 წლის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა „18“ ბავშვს.  

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია