რუსთავის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 ნოემბერი.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".
|