Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურ

14-12-2023
რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით ჩატარებული კონკურ

რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - III რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) შევსების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად, 2023 წლის 08 ნოემბერს გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გამოცხადდა 4 კანდიდატი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 12 დეკემბრის №4 შემაჯამებელი სხდომის ოქმის თანახმად, კანდიდატები შეფასდნენ რა გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა საუკეთესო კანდიდატი - გურამ რამიშვილი.

კონკურსის მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ დასანიშნად წარდგენაზე და გაეგზავნათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უფლება აქვს მიმართოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია