Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

02-02-2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2018 წლიდან, სასამართლოს ფოიეში განთავსებულია სხდომის განრიგების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოლეგიების) ელექტრონული დაფა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ გამჭირვალობას და სასამართლოს მომხმარებელთა დეტალურ ინფორმირებას სხდომათა მიმდინარეობის თაობაზე.

მომხმარებელთათვის უფრო ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რუსთავის საქალაქო სასამართლო მის ყოველდღიურ საქმიანობაში ცდილობს რა სერვისების სტანდარტებისა და არსებული ინსტრუმენტების გადახედვა/გაუმჯობესებას, 2023 წლის დეკემბრის თვეში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ფოიეში დამატებით განთავსდა სხდომების ელექტრონული დაფა. შედეგად, ერთ მონიტორზე ასახულია სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებზე ჩანიშნული სხდომების, ხოლო მეორე მონიტორზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებზე ჩანიშნული სხდომების განრიგები, რამაც კიდევ უფრო დროული გახადა მოქალაქეებისთვის მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია