Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

09-02-2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2023 წლის დეკემბრის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს ფოიე განახლდა:

  

 მოეწყო შენობის ინტერიერთან შესაბამისი ფერის საინფორმაციო დაფები.

 

 ბავშვებისთვის და ეტლით მოსარგებლე პირთათვის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღებ განყოფილებასთან რეკომენდაციით გათვალისწინებულ სიმაღლეზე განთავსდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი სასამართლოსთვის მომართვის სტანდარტული ფორმები და ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოსთვის მომართვის ფორმები.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში მომხმარებელთათვის  სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით დამონტაჟდა ორი ეკრანი, კერძოდ, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების ღიობის თავზე მოწყობილ ეკრანზე გადის საინფორმაციო ვიდეორგოლები, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სივრცესთან მოწყობილი მონიტორი უზრუნველყოფს ჩანიშნული სხდომების თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებას.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია