Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

24-04-2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2024 წლის 19 და 23 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ქ. რუსთავის სკოლა „რეცა“-ს მოსწავლეები სტუმრობდნენ.

სტუმრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა - გურამ კორკოტაშვილმა უმასპინძლა.

მოსწავლეები გაეცნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში არსებულ ბავშვზე მორგებულ გარემოს და სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ პროექტებს.

შეხვედრისას მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა და მედიაციის ინსტიტუტების შესახებ, ხოლო შეხვედრის დასასრულს დაესწრნენ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომას.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია