როგორც სასამართლოს მომხმარებლებისთვის ცნობილია, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს ყველა დარბაზი აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, რომლის მეშვეობითაც სხდომის უწყვეტ რეჟიმში წარმოების პარალელურად შესაძლებელია ვიდეო და ელექტრონული მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დისტანციური დაკითხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი დანაწესების განუხრელად შესრულების უზრუნველსაყოფად, რათა პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა შეუფერხებლად მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში, 2024 წლის აპრილის თვეში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ყველა სხდომის დარბაზი აღიჭურვა დამატებითი მონიტორებით, რომელიც საპატიმრო დანაყოფში მყოფ ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას საერთო მონიტორზე გასულ გამოსახულებას თვალი ადევნოს, პერსონალურ მონიტორზე.
|