Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

12-12-2022
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და .. 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2022 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 35 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას რამდენი შუამდგომლობა იქნა განხილული ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და სასამართლოს განჩინებების ასლებს, კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ მიღებული სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენების ასლებს, საკუთარ თავთან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, ინფორმაციას თუ რამდენმა პირმა მომართა სასამართლოს სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით და რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რამდენს ეთქვა უარი, ინფორმაციას სასამართლოს აპარატის თანამშრომლების მიმართ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნის შესახებ და საქმეების სხვა მოსამართლეზე გადანაწილების თაობაზე, ელ. პროგრამით განაწილებული საქმეების რაოდენობაზე, ინფორმაციას თითოეულ მოსამართლეს თუ რა სპეციალობით აქვს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ჩაბარების წლების შესახებ, განაჩენების ასლებს, ინფორმაციას თუ რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში თითოეულ მოსამართლეზე, ნაშთის სახით, წარმოებაში არსებული, დასრულებული საქმეების სტატისტიკის, საქმიანობის ანგარიშების თაობაზე, ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით და ვადის დარღვევით საქმეების განხილვის თაობაზე, განაჩენის ასლი ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 03 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 27 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ხორციელდება სტატისტიკური დამუშავება, ასევე სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე;

გ) 05 განცხადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლოში არ ინახება მოსამართლეთა პირადი საქმეები, ინფორმაციაზე არ ხორციელდება სტატისტიკური დამუშავება, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა მის მიმართ მიღებული განაჩენის იმ პირზე გადაცემაზე, რომელიც არ მონაწილეობდა სამართალწარმოებაში, ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე განაჩენის არარსებობის გამო.

 

2022 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსული იქნა ორი საჩივარი, რომელიც განხილულ იქნა. ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე საჩივარზე შეწყდა წარმოება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.  

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია