Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

12-12-2022
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები: რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი - მაია იასეშვილი და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული დამხმარე მოსამსახურე - დიანა ბენაშვილი, რომელსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დავალებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ფუნქციების შესრულება.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 97 განცხდება, ოთხი განცხადება შემოსულია 2021 წლის დეკემბრის თვეში, მას შემდეგ როდესაც 2021 წლის ანგარიში გაგზავნილ იქნა შესაბამის უწყებებში.

2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 28 განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსული 97 განცხადებიდან 28 განცხადება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში შემოსული 28 განცხადება იყო ერთიდაიგივე გამომგზავნის და ერთიდაიგივე შინაარსის, რის გამოც აღნიშნულ განცხადებებზე განმცხადებელს პასუხი გაეცა ერთი წერილით.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას: კონკრეტული საქმეების სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების ასლებს; სამართლებრივ აქტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამდებობათა სამუშაო აღწერილობის დადგენის და ფუნქციების შესახებ; საკონკურსო კომისიის დანიშვნის შესახებ გამოცემულ ბრძანებებს და კომისიების შემადგენლობებს; ღია და დახურული კონკურსების თაობაზე საკონკურსო პოზიციების მითითებით; ინფორმაციას კომისიის წევრის განსხვავებული აზრის თაობაზე; საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების ასლებს; რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საშტატო ნუსხას; ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამართლებელი და გამამტყუნებელი ვერდიქტების რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას და ინფორმაციას რამდენმა მოქალაქემ თქვა უარი ნაფიც მსაჯულობაზე; არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს; კონკრეტულ პერიოდში მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას; სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების და სახეების მიხედვით; სტატისტიკას, მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ კომერციულ დავებზე და შრომით სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით; სასამართლოს მიერ მიღებულ დროებით განჩინებებს და ინფორმაციას დისტანციურად ჩატარებული პროცესების თაობაზე; სასამართლოს განჩინებების ასლებს, სადაც ბრალდების მხარემ შეცვალა ბრალდების კვალიფიკაცია; ინფორმაციას საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე; ინფორმაციას შეცვლილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე; განჩინებების ასლებს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე; განაჩენების ასლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლებზე; გადაწყვეტილებების ასლებს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე; განჩინებებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ; მოსამართლეთა დატვირთულობის პროცენტულ მაჩვენებლებს; სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობას;  სტატისტიკას არსებითი განხილვით და არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენების თაობაზე; ინფორმაციას, რამდენი შუამდგომლობა იქნა განხილული ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და სასამართლოს განჩინებების ასლებს; კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ მიღებული სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენების ასლებს; საკუთარ თავთან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს; ინფორმაციას თუ რამდენმა პირმა მომართა სასამართლოს სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, აქედან რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რამდენს ეთქვა უარი; ინფორმაციას სასამართლოს აპარატის თანამშრომლების მიმართ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით; ინფორმაციას მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნის შესახებ და საქმეების სხვა მოსამართლეზე გადანაწილების თაობაზე; საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამით განაწილებული საქმეების რაოდენობას; ინფორმაციას თითოეულ მოსამართლეს თუ რა სპეციალობით აქვს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ჩაბარების წლების მითითებით; ინფორმაციას თუ რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით; კონკრეტულ პერიოდში თითოეული მოსამართლის წარმოებაში არსებული და დასრულებული საქმეების სტატისტიკას; სასამართლოს საქმიანობის ანგარიშების შესახებ ინფორმაციას; რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენის ასლს ყაჩაღობის ჩადენის მცდელობის ფაქტზე; შრომით დავებზე განხილულ საქმეთა რაოდენობას; ინფორმაციას გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ; ინფორმაციას ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ; კოლექტიურ შრომით დავებზე მედიაციის შედეგად მიღწეული აღსრულების თაობაზე ინფორმაციას; რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში თარჯიმნების მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; კანონით დადგენილ ვადებში და ვადების დარღვევით საქმეთა განხილვის თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს; დასაბუთებული გადაწყვეტილებების ვადის დაცვით მხარეებისთვის ჩაბარების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამართლეთა რაოდენობას; ინფორმაციას მოხელეების პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით; ინფორმაციას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელეების შეფასების შესახებ; სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ აქტებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, მოსამართლისთვის სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლოს კოლეგიაში) განხილვის დავალების, მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების, ასევე მაგისტრატი მოსამართლისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განხილვის დავალების თაობაზე;  სასამართლოს მოხელეთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს; ინფორმაციას სამოსამართლო ეთიკის წესების არსებობისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე; სასამართლოს თანამშრომლების პროფესიული გადამზადების შესახებ მონაცემებს; საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს და კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის მიწოდებული წლიური ანგარიშების ასლებს; სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს; სასამართლო სხდომის დარბაზების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციას; სპიკერი მოსამართლის არსებობის შესახებ ინფორმაციას; სასამართლო სხდომების გადადების პროცედურული საკითხების შესახებ ინფორმაციას.

შემოსული განცხადებებიდან:

 

86 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა, არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლი და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. რიგ შემთხვევაში განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე და ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტს.

29 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

8 განცხადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდება; სასამართლოში არ ინახება მოსამართლეთა პირადი საქმეები; მსჯავრდებულმა უარი განაცხადა მის მიმართ მიღებული განაჩენი გადაცემოდა პირს, რომელიც არ მონაწილეობდა სამართალწარმოებაში; სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე. ასევე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სამართლებრივად არ არის შესაძლებელი ყაჩაღობის მცდელობის ჩადენა და შესაბამისად სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

6 განცხადებაზე განმცხადებელს მიეთითა დაეკონკრეტებინა მოთხოვნის შინაარსი, რათა სასამართლოსთვის ცხადი გამხდარიყო მოთხოვნის არსი.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებას პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები - კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს - მაია იასეშვილი და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული დამხმარე მოსამსახურე - დიანა ბენაშვილი, რომელსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დავალებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ფუნქციების შესრულება.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსული იქნა ორი საჩივარი, რომელთაგან ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი გარემოებების გამო: ა) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი დოკუმენტის გაცემა, რომლითაც ხდება ნასამართლობის შესახებ და სხვა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი წერილობით უარს აცხადებდა განაჩენების გარეშე პირებისთვის გადაცემაზე. ამდენად, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევას. ბ) საჩივრის ავტორის მოთხოვნა თავისი არსით არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ტიპიურ შემთხვევას და სცილდებოდა საჯარო ინფორმაციის ფარგლებს. აღნიშნული წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მოპოვების მცდელობას, რომელიც როგორც წესი მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

 

მეორე საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან, საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჩივარი ან სასარჩელო განცხადება რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოში არ შემოსულა.

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია