Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

01-08-2023
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 25 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში განრიდების მიზნით საქმის პროკურატურისთვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლო პრაქტიკას შრომის კოდექსის თანახმად კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ინფორმაციას სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარმოდგენასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მოსამართლეთა CV/ბიოგრაფიებთან დაკავშირებით, განაჩენებს არასრულწლოვნების საქმეებზე, გადაწყვეტილებებს სამეწარმეო სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით, ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში სპეციალიზაციის მიხედვით, თითოეულ მოსამართლეზე ნაშთის სახით, წარმოებაში არსებული, დასრულებული საქმეების სტატისტიკის თაობაზე, საქმიანობის ანგარიშებს, კონკრეტულ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას თუ რამდენ საქმეზე რამდენი სათადარიგო ნაფიცი მსაჯული იქნა შერჩეული, ინფორმაციას სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობას, ინფორმაციას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, დანიშვნის თარიღის მითითებით, ინფორმაციას მოსამართლეთა წარმოებაში არსებული საქმეების აღრიცხვის შესახებ, ინფორმაციას სასამართლოს შინაგანაწესის თაობაზე, განაჩენებს, დადგენილებებს კონკრეტულ მუხლებზე, ინფორმაციას სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ და ასევე განჩინებებს, სტატისტიკას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის თაობაზე, ინფორმაციას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შემოსული სარჩელების რაოდენობის შესახებ, ინფორმაციას მაგისტრი მოხელის მიერ კონკრეტულ წლებში განხილულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე, კონკრეტულ პერიოდში მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას, ინფორმაციას სასამართლო სტატისტიკის წარმოების, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 12 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 02 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ხორციელდება სტატისტიკური დამუშავება, საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებს დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, ასევე სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე;

გ) 11 განცხადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლოში არ ინახება მოსამართლეთა პირადი საქმეები და მათი CV/ბიოგრაფიები, სასამართლო არ იღებს მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილებებს, ინფორმაციაზე არ ხორციელდება სტატისტიკური დამუშავება, თუმცა სასამართლო შეეცადა დამუშავებას მაგრამ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა. სასამართლო არ იხილავს მითითებული მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს.

 

2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 01განცხადება იქნა შემოსული, რომელიც დაკმაყოფილდა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია