Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

01-08-2023
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2023 წლის 01 აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 26 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ მუხლებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, ინფორმაციას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შემოსული სარჩელების რაოდენობის შესახებ, კონკრეტულ პერიოდში მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას. ინფორმაციას სასამართლოს მოხელეთა შეფასებების თაობაზე, ასევე არის თუ არა სასამართლოში შექმნილი რაიმე მექანიზმი სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლის მიერ ჩანიშნული სხდომების თარიღის და დროის მითითებით, განჩინებებს ჩხრეკა-ამოღების თაობაზე, ასევე კონკრეტულ პერიოდში მათ სტატისტიკას, ინფორმაციას თუ რა ფორმით გაიცემა გადაწყვეტილებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, ინფორმაციას კონკრეტულ წლებში საჯარო დაწესებულებების და საჯარო პირების მიმათ შეტანილი სარჩელების რაოდენობის შესახებ. გადაწყვეტილებებს კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით, რამდენ ნაფიც მსაჯულს დაედო სახდელი გამოუცხადებლობის და თავის არიდების გამო, ინფორმაციას ვადის დაცვით და ვადის დარღვევით სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში განხილული საქმეების თაობაზე, ინფორმაციას მოსამართლეთა ტრენინგების, წლიური ბიუჯეტის, თანამშრომელთა ბონუსის/პრემიის თაობაზე.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 12 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 01 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განმეორებით გაეგზავნა წინა წერილით მოთხოვნილი გადაწყვეტილებები.  საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, დანარჩენი ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს;

გ) 13 განცხადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე და წერილები გაიგზავნა რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

2023 წლის 01 აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია