Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

08-12-2023
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2023 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და  ორგანიზაციებიდან შემოვიდა 19 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას, კონკრეტულ პერიოდში განრიდების მიზნით საქმის პროკურატურისთვის დაბრუნების თაობაზე. ინფორმაციას, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, ინფორმაციას, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ მუხლებზე მიღებულ განაჩენებს არასრულწლოვნების საქმეებზე, ასევე იმ საქმეებზე, რომლებზედაც საქმე განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე, განაჩენებს დეპერსონალიზირებული სახით. ინფორმაციას, კონკრეტულ მოსამართლეებზე კონკრეტულ პერიოდში განაწილებულ საქმეთა რაოდენობის შესახებ, გადაწყვეტილებებს უძრავ ქონებასთან, საბანკო სესხებთან, სოციალური შემწეობის ფარგლებში არასწორად მიღებული ფულადი თანხების უკან დაბრუნების და საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებით. სტატისტიკას, კონკრეტულ წლებში სათადარიგო მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. სტატისტიკას, თუ რამდენი საქმე გადაეცა მედიაციას კონკრეტულ წლებში, მათგან რამდენ საქმეზე იყო  მოთხოვნა შრომით სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით, რამდენ საქმეზე განხორციელდა სამედიაციო შეთანხმების გაფორმება, მედიაციაზე გადაცემულ საქმეებზე რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რამდენს ეთქვა უარი, რამდენ საქმეზე იყო შუამდგომლობა ბაჟის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე და რამდენი საქმე არ იქნა მიღებული წარმოებაში. სტატისტიკას, შემოსულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე ცხოველების მიმართ ძალადობის და მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე, კონკრეტულ მუხლებზე გადაწყვეტილებების რაოდენობის თაობაზე, თუ რამდენ საქმეზე რამდენი პირის მიმართ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 05 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 02 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან, მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას;

გ) 12 განცხადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე და წერილი გაიგზავნა რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე ვინაიდან, მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას;

 

2023 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია