Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ა ნ გ ა რ ი შ ი რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოების მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ

30-12-2023
ა ნ გ ა რ ი შ ი რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოების მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ

 

ა ნ გ ა რ ი შ ი

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოების

მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით

გაწეული საქმიანობის შესახებ

 

 

               ანგარიში სისხლის  სამართლის საქმეების შესახებ:

 

2023 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განსახილველად შემოვიდა 902 სისხლის სამართლის საქმე 1001 პირის მიმართ, (2022 წლის იმავე პერიოდში შემოვიდა 933 საქმე 1038 პირის მიმართ) წინა წლიდან განსახილველად დარჩენილი იყო 299 სისხლის სამართლის საქმე  384 პირის მიმართ, ე.ი. საანგარიშო პერიოდში სულ განსახილველი იყო 1201 საქმე 1385 პირის მიმართ.

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში საანგარიშო პერიოდში განხილულია 888 სისხლის სამართლის საქმე 979 პირის მიმართ, რაც შეადგენს განსახილველი საქმეების 73,94%-ს (2022 წლის იმავე პერიოდში განხილულია 879 საქმე 1007 პირის მიმართ). მათ შორის განაჩენის გამოტანით დასრულდა 859 საქმე 949 პირის მიმართ. განხილული საქმეებიდან  გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 56 საქმეზე 66 პირის მიმართ, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 24 საქმეზე 24 პირის მიმართ, 15 საქმე 15 პირის მიმართ წარმოებით შეწყდა, 14 საქმე 15 პირის მიმართ დაუბრუნდა პროკურატურას, მათგან: 5 საქმე 5 პირის მიმართ გაიხმო პროკურორმა განრიდების მიზნით; 1 საქმე 1 პირის მიმართ სასამართლოს ინიციატივით დაუბრუნდა პროკურატურას განრიდების მიზნით; 5 საქმეზე 6 პირის მიმართ არ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება; 3 საქმეზე 3 პირის მიმართ თავად ბრალდებულმა განაცხადა უარი საპროცესო შეთანხმებაზე.  

            საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 595 საქმეზე 655 პირის მიმართ, 18 საქმე გაუერთიანდა სხვა საქმეს. განსახილველი დარჩა 295 საქმე,  386 პირის მიმართ.

 

განხილულ საქმეებში მაღალი ხვედრითი წილი მოდის  ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში განხილულია 282 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის განაჩენის გამოტანით დასრულდა 273 საქმე და 239 პირის მიმართ, 46 პირის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 5 პირის მიმართ საქმე შეწყდა. მსჯავრდებულთაგან თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 102 პირს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებულ იქნა 7 პირი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის - 3 პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის - 8 პირი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის - 9 პირი, გაუპატიურებისთვის - 3 პირი, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისთვის - 5 პირი, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის - 7 პირი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ სხვა დანაშაულისთვის  22 პირი, ცემისა და ძალადობისთვის - 175 პირი.

 

ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში განხილულია  155 საქმე, განაჩენი გამოტანილია 146 საქმეზე და მსჯავრდებულია 167 პირი. 2 საქმე 2 პირის მიმართ შეწყდა. მსჯავრებულთაგან სასჯელის ზომად თავისუფლების  აღკვეთა განესაზღვრა 37 პირს, 106 პირს პირობითი მსჯავრი, ჯარიმა 20 პირს, 4 პირს სხვა სასჯელი.  ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებში მაღალი ხვედრითი წილი მოდის ქურდობაზე -147 პირი, ძარცვა-3 პირი, ყაჩაღობა - 2  პირი, თაღლითობა - 15 პირი.

 

ნარკოტოკული დანაშაულის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განხილულია 142 საქმე,  მათ შორის განაჩენის გამოტანით დამთავრდა 140 საქმე და მსჯავრდებულ იქნა 140 პირი. მსჯავრდებულთაგან სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 12 პირს, 90 პირს პირობითი მსჯავრი, 20 პირს დაეკისრა ჯარიმა, 18 პირს სხვა სასჯელი. ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების ბრალდებით მსჯავრდებულ იქნა 94 პირი, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ბრალდებით 41 პირი, სხვა ნარკოტიკული დანაშულის ბრალდებით 5 პირი.

 

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში განხილულია 43 საქმე, განაჩენი გამოტანილია 42 საქმეზე და მსჯავრდებულია 54 პირი. მსჯავრდებულთაგან სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 1 პირს, 16 პირს პირობითი მსჯავრი, ხოლო  37 პირს ჯარიმა.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში განხილულია 24 საქმე, განაჩენი გამოტანილია 24 საქმეზე, მსჯავრდებულ იქნა 26 პირი. მსჯავრდებულთაგან სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 2 პირს, 16 პირს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და 8 პირს ჯარიმა.

 

სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში განხილულია 24 საქმე, განაჩენი გამოტანილია  24 საქმეზე და მსჯავრდებულია 25 პირი. მსჯავრდებულთაგან სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 პირს, 13 პირს პირობითი მსჯავრი და 7 პირს ჯარიმა;  

 

მითვისების ან გაფლანგვის დანაშულის ბრალდებით საანგარიშო პერიოდში განხილულია 20 საქმე, განაჩენი გამოტანილია 18 საქმეზე და მსჯავრებულია 22 პირი. მსჯავრდებულთაგან სასჯელის ზომად განესაზღვრა: 4 პირს თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი 5 პირს და 13 პირს ჯარიმა.

 

2023 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით განხილულ საქმეებში მსჯავრდებულთაგან, იმ პირთა ხვედრითი წილი, რომელთაც  სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შეადგენს 211 პირს, მათ შორის: 15-დან 20 წლის ჩათვლით  თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა 3 პირს; 10-დან 15 წლის ჩათვლით 10 პირს; 8-დან 10 წლის ჩათვლით 4 პირს; 5-დან 8 წლის ჩათვლით 17 პირს; 3-დან 5 წლის ჩათვლით 14 პირს; 2 - დან 3 წლის ჩათვლით 6 პირს და 3 წელზე ნაკლები ვადით - 157 პირს. პირობითი მსჯავრი დაედო 414 პირს, ჯარიმა განესაზღვრა 211 პირს, სხვა სახის სასჯელი 42 პირს და 2 პირი  გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

 

          სასამართლოს განაჩენით დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის სახით შეადგინა 1050556  ლარი, მათ შორის საპროცესო შეთანხმებით დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 1036906 ლარი.

 

 

2023  წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრამდე  პერიოდში მოსამართლეთა მიერ დასრულებულ საქმეთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

 

  1. მამია ფხაკაძე - 44 საქმე;
  2. ქრისტინე კოპალიანი - 165 საქმე;
  3. ქეთინო ლუაშვილი - 114 საქმე;
  4. მადონა მაისურაძე -    169 საქმე;
  5. ეკატერინე პართენიშვილი- 171 საქმე;
  6. მაია შოშიაშვილი - 207 საქმე;
  7. ირინე ტყეშელაშვილი - 18 საქმე ;

სულ: 888 საქმე

 

ერთი თვის საშუალო დატვირთვამ შეადგინა 11,53 საქმე.

 

განსახილველ საქმეთა რაოდენობა 2023 წლის 01 დეკემბრისთვის:

  1. მამია ფხაკაძე - 10 საქმე (9 + 1 წ/ს);
  2. ქრისტინე კოპალიანი - 60 საქმე (50 + 10 წ/ს);
  3. მადონა მაისურაძე -    51 საქმე (40 + 11 წ/ს);
  4. ეკატერინე პართენიშვილი- 110 საქმე (104 + 6 წ/ს);
  5. მაია შოშიაშვილი - 63 საქმე (56 + 7 წ/ს);
  6. პაატა ფხალაძე - 1 საქმე;
  7. ირინე ტყეშელაშვილი - 0 საქმე ;

სულ: 295 საქმე

 

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში საანგარიშო პერიოდში საპროცესო სამართლებრივი ღონისძიების ჩასატარებლად მოსამართლეთა მიერ განხილულია 2583 შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების  შესახებ და 186 შუამდგომლობა სამართლებრივი იძულების ღონისძიების შესახებ.

 

აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე განხილულია შუამდგომლობები 996  პირის მიმართ შემდეგი თანაფარდობით:

 

პატიმრობა - 379 პირის მიმართ, მათ შორის დაკმაყოფილდა - 263 პირის მიმართ,  37 - პირს შეეფარდა გირაო, 64 - პირს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, 11 - პირის მიმართ დატოვებულია განუხილველად, 4 - პირის მიმართ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების  შეფარდებაზე.

 

გირაო - 407 პირის მიმართ, მათ შორის დაკმაყოფილდა 117 პირის მიმართ, უარი ეთქვა 290-პირის მიმართ, მათგან: 1- არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა, 3 - პირის მიმართ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, 279 - პირის მიმართ  დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო 7 - პირის მიმართ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

 

გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - განხილულ იქნა 209 პირის მიმართ, აქედან დაკმაყოფილდა 83 პირის მიმართ, 13 - პირს შეეფარდა გირაო, 2 - პირს შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, 110 - პირის მიმართ დატოვებულია განუხილველად, 1- პირის მიმართ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

 

არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა განხილულია 1 პირის მიმართ და დაკმაყოფილდა.

 

6 პირის მიმართ განხილულია შუამდგომლობა საექსტრადაციო პატიმრობის შეფარდების შესახებ და ექვსივე დაკმაყოფილდა.

 

 

2023 წლის საანგარიშო პერიოდში, ასევე განხილულია 182 სხვა კატეგორიის საქმე:

 

- ძებნის გამოცხადების შესახებ 6 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა - 5 შუამდგომლობა;

- ნასამართლობის მოხსნის შესახებ 5 შუამდგომლობა, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა;

- პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენის აღსრულების შესახებ განხილულია 7 შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა 4 შუამდგომლობა;

- გამოსაცდელი ვადის გაგრძელების თაობაზე  განხილულია 22 შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა -16;

- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე  განხილულია 9 შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა - 6;

- ამნისტიის გამოყენების თაობაზე განხილულია - 2 შუამდგომლობა;

- წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების ან შემცირების შესახებ განხილულია 67 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 58 შუამდგომლობა;

- სხვა სახის შუამდგომლობები - 64, საიდანაც 37 დაკმაყოფილდა;

 

 

 

 

ანგარიში 2023 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრის  ჩათვლით რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში სამოქალაქო საქმეთა განხილვის შესახებ

 

            2023 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში  განსახილველად შემოვიდა 3277 საქმე (2022 წლის იმავე პერიოდში განსახილველად შემოვიდა  4221 საქმე), წინა წლიდან განსახილველად დარჩენილი იყო 3271 საქმე, ე.ი. საანგარიშო პერიოდში სულ განსახილველი იყო 6548 საქმე. საანგარიშო პერიოდში განხილულია 3447 საქმე, (2022 წლის იმავე პერიოდში განხილულია 4385 საქმე),  რაც შეადგენს განსახილველი საქმეების 52,64%-ს. მათ შორის გადაწყვეტილების გამოტანით დამთავრდა 1761 საქმე, აქედან სარჩელი დაკმაყოფილდა 1729 საქმეზე, შეწყვეტილია 262 საქმე, მათგან 242 დამთავრდა მორიგებით. განუხილველად დატოვებულია 479 საქმე, ხოლო 4 საქმე გადაცემულია განსახილველად განსჯადობის მიხედვით, 941 საქმეს უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე, 10 საქმე გაუერთიანდა სხვა საქმეს.

 

სულ განხილული საქმეებიდან სასარჩელო წარმოების წესით განხილულია 3178 საქმე, ანუ განხილული საქმეების 92,19%, უდავო წარმოების წესით განხილულია 230  საქმე ე.ი. განხილული საქმეების - 6,67%. 39 საქმე განხილულია გამარტივებული წესით, ე.ი. განხილული საქმეების 1,13%.  2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით განსახილეველად დარჩა 3109  საქმე.

 

განხილულ საქმეებში მაღალი ხვედრითი წილი მოდის ვალდებულებით სამართლებრივ დავებზე, კერძოდ, განხილულია 2712 საქმე, ანუ სულ განხილული საქმეების 78.68%.  მათ შორის: 2099 საქმე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 58 - საქმე ნასყიდობა, გამოსყიდვა, გაცვლა, ჩუქება; 54 - საქმე ქირავნობა; 21- საქმე საიჯარო; 142 - ლიზინგი; 81 - დაზღვევა; 4 - სამიდღემჩიო რჩენა; 207 - სხვა სახის ვალდებულებითი დავა; 1 - ნარდობა; 3 - კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;  5 - საბანკო მომსახურება;  37 - დელიქტური ვალდებულებები.

 

საოჯახო სამართლებრივი დავები  განხილულია 252 საქმე, შესაბამისად განხილული საქმეების 7,31%; მათ შორის: მეუღლეთა განქორწინების თაობაზე 109 საქმე; ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების დავალების შესახებ - 67 საქმე; მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ - 1 საქმე; მამობის დადგენის შესახებ - 11 საქმე; ბავშვის მიკუთვნების თაობაზე - 7 საქმე;  სხვა სახის საოჯახო დავები - 57 საქმე.

 

უდავო წარმოების საქმეები განხილულია 230 - საქმე, ანუ განხილული საქმეების 6.67%, მათ შორის: იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ - 119 საქმე; 2 - საქმე მოქალაქის უგზოუკვლოდ აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე; 69 - საქმე მხარდამჭერ პირად ცნობის თაობაზე; 1 - საქმე შვილად აყვანის თაობაზე; ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე სასამართლოს თანხმობის თაობაზე - 32 საქმე; უდავო წარმოების სხვა საქმეები - 7 საქმე.

 

სანივთო სამართლებრივი დავები განხილულია - 178 საქმე, შესაბამისად განხილული საქმეების 5,16%, მათ შორის: 5 - საქმე სამეზობლო დავა; 138 - საქმე დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან; 3 - საქმე დაკავშირებული გირავნობასთან; 9 - საქმე  იპოთეკასთან დაკავშირებული;  23 საქმე - სხვა სახის სანივთო სამართლის დავები.

 

საანგარიშო პერიოდში რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განხილულია 25 - განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

 

საანგარიშო პერიოდში ცალკეულ მოსამართლეთა მიერ განხილულია:

 

1. დიანა გოგატიშვილი - 896 საქმე;

2. მამუკა ნოზაძე - 1024 საქმე;

3. პაატა ფხალაძე - 1036 საქმე;

4. ირინა ტყეშელაშვილი - 369 საქმე;

5.მაია შოშიაშვილი - 38 საქმე;

6. ქეთინო ლუაშვილი (მაგისტრი მოხელე) – 22 საქმე (სამუშაო პერიოდი 27.07.2023-30.11.2023):

7. მაგდა შენგელია (მაგისტრი მოხელე) – 62 საქმე (სამუშაო პერიოდი 01.01.2023-21.06.2023);

   

ს უ ლ:   3447 საქმე.

 

 

სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეთა ერთი თვის საშუალო დატვირთვამ შეადგინა 44,77 საქმე.

 

განსახილველ საქმეთა რაოდენობა 2023  წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით:

 

1. დიანა გოგატიშვილი - 1170 საქმე;

2. მამუკა ნოზაძე - 786 საქმე;

3. პაატა ფხალაძე - 710 საქმე;

4. ირინა ტყეშელაშვილი - 390 საქმე;

5. მაია შოშიაშვილი - 28 საქმე;

6. ქეთინო ლუაშვილი (მაგისტრი მოხელე) – 7 საქმე;

   

ს უ ლ:   3091 საქმე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაცია 2023 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის შესახებ

 

 

2023 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განსახილველად შემოვიდა 466 ადმინისტრაციული საქმე, (2022 წლის იმავე პერიოდში შემოვიდა 452 საქმე) წინა წლიდან განსახილველად დარჩენილი იყო 142 საქმე, ე.ი. სულ განსახილველი იყო 608 საქმე. რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საანგარიშო პერიოდში განხილულია 412 ადმინისტრაციული საქმე (2022 წლის იმავე პერიოდში განხილულია 431 საქმე), რაც შეადგენს განსახილველი საქმეების 67,76%-ს. მათ შორის: გადაწყვეტილების გამოტანით დასრულდა 284 საქმე, აქედან სარჩელი დაკმაყოფილდა 248 საქმეზე, შეწყვეტილია 18 საქმე, განუხილველად დატოვებულია 51 საქმე, 28 საქმე გადაცემულია განსჯადობის მიხედვით განსახილველად, უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე 31 საქმეს, განსახილველად დარჩა 192 საქმე. განსახილველად დარჩენილ საქმეთა ხვედრითმა წილმა სულ განსახილველ საქმეებში შეადგინა 31,57%.

 

               განხილული საქმეებიდან 175 სარჩელი (ანუ განხილული საქმეების 42,48%) ეხებოდა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე წარმოშობილ დავებს, მათგან: 67 - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე; 57 - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აქტებს;  34 - რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებულს და 17 - სხვა.

 

საანგარიშო პერიოდში განხილულია ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებასთან დაკავშირებით 62 საქმე (განხილული საქმეების 15,05%), აქედან: 30 - შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ,  9 - დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და 23 - საქმე ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ.

 

ასევე განხილულია 19 - სხვა სახის დავა, რაც შეადგენს განხილული საქმეების 4,61%-ს.

 

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განხილულია: 16 - შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე;              24 - შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით;    41 - შუამდგომლობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ; 15 - შუამდგომლობა უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით; 19 - შუამდგომლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით; 10 - შუამდგომლობა საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; 1 შუამდგომლობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით; 4 - შუამდგომლობა აზარტულ ან მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.

 

 

              საანგარიშო პერიოდში ცალკეულ მოსამართლეთა მიერ დასრულებულ იქნა:

 

1. ნატა თედეშვილი - 199 საქმე;

2. ნინო ონიანი -197 საქმე;

3. ირინე ტყეშელაშვილი -16 საქმე;

 

 სულ: 412 საქმე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლეთა ერთი თვის საშუალო დატვირთვამ შეადგინა 12,48 საქმე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსახილველ საქმეთა რაოდენობა 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით:

 

1. ნატა თედეშვილი - 76 საქმე;

2  ნინო ონიანი - 115 საქმე;

3. ირინე ტყეშელაშვილი - 1 საქმე;

 

  სულ:192 საქმე.

 

 

2023 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განხილულ იქნა 1139 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

 

განხილული საქმეებიდან დიდი ოდენობით გამოირჩეოდა შემდეგი სამართალდარღვევები:

 

- სამხედრო ვალდებულებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევები - 377 საქმე;

- გარემოს დაცვის ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში - 187 საქმე;

- სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა - 183 საქმე;

- ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევები - 78 საქმე;

               - სატრანსპორტო საშუალებების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები - 74 საქმე;

 

- ნარკოტიკული ნივთიერებების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარება - 70 საქმე;

- კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, მოხმარება - 45 საქმე;

- წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონიდან გამომდინარე სამართალდარღვევები - 33 საქმე;

- ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები - 22 საქმე.

 

             2023 წლის საანგარიშო პერიოდში, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში ასევე განხილულია 176 საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოტანილ დადგენილებების კანონიერების თაობაზე.

 

             შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეთა დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული იქნა გარკვეული პოზიტიური შედეგები საქმეთა განხილვის თვალსაზრისით, რის შედეგადაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საქმეებთან მიმართებაში საქმეთა დამთავრების მაჩვენებელი, კოლეგიების მიხედვით, ასე გამოიყურება:

 

Øსისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 98, 33 %;

Øსამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 103 %;

Øადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  87,61 %;

Øგარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში - სისხლის სამართლის საქმეთა კუთხით  - 100%, სამოქალაქო საქმეთა კუთხით - 112,88 % და ადმინისტრაციულ საქმეთა  კუთხით - 100 %. 

მიუხედავად აღნიშნულისა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აღნიშნულს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. კერძოდ:

· საანგარიშო პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ერთი მოსამართლე, საპენსიო ასაკის შესრულების გამო, 2023 წლის 25 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ხანგრძლივ განხილვაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დასრულების ეტაპზე იყო და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით ვერ დასრულდა, გადანაწილდა სხვა მოსამართლეებზე და მოგვიწია ამ საქმეების განხილვის თავიდან დაწყება. რაც შეეხება საქმეებს, რომლებიც შემოვიდა 2023 წლის მარტის შემდეგ, გამოჩენილი იქნა წინდახედულება და საქმის განაწილების პარალელურად, ინიშნებოდა სათადარიგო მოსამართლე, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ამ საქმეების განხილვა გაგვეგრძელებინა ჩვეულებრივი წესით.

·  2022 წლის 01 ნოემბრიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ერთი მოსამართლე გადავიდა სხვა სასამართლოში და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დღემდე მუშაობა უწევს სამი მოსამართლის და ერთი მაგისტრი მოხელის შემადგენლობით.

·   2023 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე მაგისტრატი მოსამართლე იმყოფებოდა ხანგრძლივ შვებულებაში მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. შესაბამისად, მის წარმოებაში არსებული საქმეები გადანაწილდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე კოლეგიების მიხედვით. ამასთან, მაგისტრატი მოსამართლის არყოფნამ გამოიწვია პროპორციულად სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების დატვირთვა მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეებით. გასათვალისწინებელია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო გამოირჩევა მაღალი დატვირთვის მაჩვენებლით, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმეთა შემოდინებით, რომლის საერთო მოცულობა ხშირ შემთხვევაში აღემატება ამავე კატეგორიის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეებს. ამ პირობებში, განსაკუთრებით დიდი დატვირთვა შეეხო რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელიც ორი მოსამართლის შემადგენლობით იძულებული შეიქმნა, საქმეთა განხილვის შემჭიდროებული ვადების გათვალისწინებით, ძირითადი ძალისხმევა მიემართა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა განსახილველად და ამავე მიზნით ემორიგევათ ყოველ მეორე შაბათ-კვირას. 

ჩვენი შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ზემოაღნიშნული შედეგი, როგორც განსახილველ საქმეთა ნაშთის თვალსაზრისით, ასევე რიგ შემთხვევაში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიმართულებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლეთა საშტატო ერთეული მეტწილად შეესაბამება სასამართლოს დატვირთვას. შესაბამისად, მოსამართლეებით სრული კომპლექტაციისა და საკადრო სტაბილურობის პირობებში, რუსთავის საქალაქო სასამართლო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო გაუმკვლავდება დასახულ ამოცანებს. საკადრო მოწყობისა და საქმიანობის უკეთესი ორგანიზების მიზნით, სასურველი იქნებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მესამე მოსამართლის საშტატო ერთეულის დამატება, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, მყისიერი ეფექტით გავუმკლავდეთ ამ კოლეგიის გამოწვევებს და ამასთან, სამუშაო და არასამუშაო დღეებში მოსამართლეებმა იმორიგეონ უფრო მეტი ინტერვალებით, მაგისტრატი მოსამართლეების დახმარების გარეშეც.   

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლოში 4 სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

 

ის გარემოება, რომ საანგარიშო პერიოდში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით გაწეული სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა არასრულწლოვნებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის სასამართლოს მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და მოხერხებული გარემოს შექმნას, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად უნდა შეფასდეს, რაც დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში მითითებული შეფასებებით -

„სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მიერ ამერიკელი უფროსი მოსამართლის მონაწილეობით რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული კვლევის შედეგების ანგარიში:

,,ერთ-ერთი ფაქტი, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს პროგრესულ განვითარებაზე მეტყველებს არის ის, თუ რამდენად დაწინაურდა ტექნოლოგიების გამოყენებაში. კოვიდ პანდემიამ (COVID 19) აიძულა სახელმწიფო ბიუროკრატია, რომ მოეძებნა საზოგადოების ჩართულობისა და ზოგადად, მათი საქმიანობის ალტერნატიული მეთოდები და ამ მხრივ, სასამართლო განსაკუთრებით წარმატებულია.

...სასამართლოში პირველივე დღის განმავლობაში დავინახე, თუ როგორ გამოიყურება ტექნოლოგიები ეთნიკური უმცირესობების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისა და თარჯიმნებისთვის. ეს ემსახურება სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ნამდვილად აღსანიშნავია თავმჯდომარის განსაკუთრებული ძალისხმევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განვითარების კუთხით, მათ შორის სპეციალური ოთახი მოწმე ბავშვებისთვის და მომრიგებელი მხარეებისთვის.“

 

CEPEJ-ს ანგარიში რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირებით:

 „სასამართლოში ვიზიტის შემდეგ, CEPEJ-ის გუნდმა ღირებული ინფორმაცია მიიღო, სასამართლოს მიერ მისი მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უკვე გატარებული და წარმატებული ზომების შესახებ.

კერძოდ, ეს ზომების მოიცავს შემდეგს:

- გამართული მოქალაქეთა მისაღები;

- გამართულად მომუშავე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი;

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლო შენობაზე წვდომის ინფრასტრუქტურის არსებობა;

- მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის არსებობა ინფორმაციის მოსაძიებლად და თავიანთ საქმეებთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად;

- საქმეებზე წვდომის შესაძლებლობა პირადად და ონლაინ;

- ჯიხურის უზრუნველყოფა ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაციისთვის;

- ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახისა და საბავშვო კუთხის არსებობა;

- საინფორმაციო დაფების არსებობა, სადაც ნაჩვენებია შესაბამისი ინფორმაცია მიმდინარე სასამართლო პროცესების შესახებ;

- სათანადო ნიშნების არსებობა სასამართლოს შენობაში ორიენტაციისთვის;

- სასამართლოს მისაღებში სხვადასხვა ენაზე კომუნიკაციის ინსტრუმენტების უზრუნველყოფა;

- მედიაციის სესიებისთვის სივრცის არსებობა.

 

ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ადვოკატის - კლიენტის პრივილეგიის დასაცავად ჯიხურის უზრუნველყოფა, რადგანაც ეს ადასტურებს სასამართლოს მზაობას, განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

მთლიანობაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ხარისხი უაღრესად მისასალმებელია და ეს ხელს უწყობს სტანდარტის დანერგვას, რომელიც უნდა იყოს აღიარებული და დამკვიდრებული სხვა სასამართლოებში საქართველოს მასშტაბით.“  

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია