Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

მარიტა ზუბიაშვილი

30-11-2021
მარიტა ზუბიაშვილი

სიითი N0057

სასამართლო მედიატორი

მარიტა ზუბიაშვილი-მედიატორი 2019 წლიდან

 

ამჟამად სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და ფილიალებთან კოორდინაციის სამსახურის-კანცელარიის მენეჯერი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური ასისტენტი. პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, ასევე ფლობს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის სპეციალისტის დიპლომს.  ამჟამად სწავლას აგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე არის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ბალტიის საზაფხულო უნივერსიტეტი (კაუნასი ლიეტუვა) - ლიეტუვის ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული.

2019 წელს გაიარა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. მარიტა არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.


მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია:ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2014 წლიდან დღემდე არის სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და ფილიალებთან კოორდინაციის სამსახურის - კანცელარიის მენეჯერი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური ასისტენტი.

2005-2014 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი.

2002-2004 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი.

1999-2000 წლებში სტაჟიორი ჟურნალ "საქართველოს ტელეკომუნიკაციების" რედაქციაში.

სამუშაო ენები : ქართული, რუსული

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია