Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

ქეთევან მეფარიშვილი

30-11-2021
ქეთევან მეფარიშვილი

მედიატორი

სიითი N0056

სასამართლო მედიატორი

ქეთევან მეფარიშვილი - მედიატორი 2018 წლიდან




ამჟამად, თბილისის სამედიცინო აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი.

პროფესიით იურისტი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომებს. ასევე, არის რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კერძო სამართლის საზაფხულო სკოლის (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეჰენი) კურსდამთავრებული.
2018 წელს გაიარა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. ქეთევანი არის აკრედიტებული მედიატორი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.


რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2014 წლიდან დღემდე არის თბილისის სამედიცინო აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ასევე, 2019 წლიდან დღემდე მოწვეული ლექტორი; 2020 წლიდან დღემდე საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წელს მუშაობდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის - “BHP International” იურისტად; 2013 წელს მუშაობდა სამედიცინო ჰოლდინგის - „MEDISON” იურისტად. 2016 წლიდან დღემდე ეწევა  საადვოკატ პრაქტიკას.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

 



 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია