Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

ნინო მაჩაიძე-დოლიძე

30-11-2021
ნინო მაჩაიძე-დოლიძე

მედიატორი

სიითი N0032

სასამართლო მედიატორი

ნინო მაჩაიძე - დოლიძე - მედიატორი 2019 წლიდან.



ამჟამად BBK – Business & Law -ს მთავარი იურისტი; ააიპ საქართველოს მედიაციის პალატის - „ბი ბი ქეი“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის "მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის” წევრი.

პროფესიით იურისტი ფლობს მენეჯმენტის აკადემია უნიმენის (გრენობლი, საფრანგეთი) მაგისტრის დიპლომს სამეწარმეო სამართლის მიმართულებით; დანკერკის უმაღლესი საერთაშორისო კომერციის ინსტიტუტის (საფრანგეთი) მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს; სორბონის (საფრანგეთი) სამართალმცოდნეობის დისტანციური სწავლების ბაკალავრის დიპლომს.

2019 წელს ნინოს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2019 წლიდან არის აკრედიტებული მედიატორი.

ნინოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, მემკვიდრეობითი და სახელშეკრულებო დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2020 წლიდან - დღემდე არის ააიპ საქართველოს მედიაციის პალატა - ბი ბი ქეი - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2019 წლიდან - დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის "მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის” წევრი; 2018 წლიდან - დღემდე - BBK – Business & Law ბიბიქეი ბიზნესი და სამართალი - მთავარი იურისტი; 2013 - 2015 წწ - ა(ა)იპ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი - იურისტი; 2009 – 2013 წწ - საერთაშორისო სამშენებლო კომპანია შპს „ინტერგეო-საქართველო“- იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია