Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

ელენე გოგებაშვილი

13-04-2023
ელენე გოგებაშვილი

ელენე გოგებაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან


პროფესიით ეკონომისტი და იურისტი, ამჟამად საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (საადვოკატო პრაქტიკა - სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაცულ საქმეები). ასევე სერთიფიცირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში.

2019 წელს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ მხარდაჭერილი სასერთიფიკატო ტრენინგები მედიაციაში (40 სთ) და (25 სთ).

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით, ხოლო 2005 წელს დაამთავრა შ. ნუცუბიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას:1993 -1994 წლებში მუშაობდა ბოლნისის სატყეო მეურნეობაში ბუღალტრის თანამდებობაზე. 1994-1995წლებში იყო მუშაობდა ბოლნისის მრავალდარგოვან კოლეჯში სპეცსაგნების მასწავლებლად, ხოლო 1995-2000 წლებში იყო ბოლნისის მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის მთავარი ეკონომისტ-ბუღალტერი. 2008-2010 წლებში მუშაობდა ნოტარიუსის თანაშემწედ.

2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას, ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი, მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი და აქტიურად იღებს მონაწილეობას ქართულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებში.

2022 წელს წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

ასევე გახლავთ საქართველოს ეროვნული დათვალიერება -ფესტივალის ლაურეატი.

 

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია