Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

თათია მაისურაძე

07-11-2023
თათია მაისურაძე

 

სიითი N0223

სასამართლო მედიატორი

თათია მაისურაძე - მედიატორი 2023 წლიდან

პროფესიით იურისტი, 2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, ამავდროულად, თათია არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის წევრი. ამჟამად, „ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის“ ადვოკატია საერთო სპეციალიზაციით.

2021 წლიდან თათიას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (92 სთ.), მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ. თათია, ასევე, გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტთან დაკავშირებით.

სხვადასხვა წლებში თათიას სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან. 2021-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრსოს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციულ სამსახურში. 2020-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში. 2019 წელს თათიას სამუშაო გამოცდილება უკავშირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის.

თათიას გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (Bureau of international Narcotics and Law Enforcement Affairs (INL), US State Department) თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ მაიამი-დეიდის ოლქის ტრენერ-ადვოკატების ჩართულობით განხორციელებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების კურსი. ამავდროულად, თათიას გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს (INL) მხარდაჭერით, ჯორჯიის შტატის ტრენერ-ადვოკატების ჩართულობით განხორციელებული ტრენერთა ტრენინგი (TOT) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში.

თათიას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, შრომითი და საბანკო ურთიერთობები, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო და საოჯახო.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია