Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

ქეთი ბერიძე

12-12-2023
ქეთი ბერიძე

სიითი N0232

სასამართლო მედიატორი

ქეთი ბერიძე - მედიატორი 2023 წლიდან.

პროფესიით იურისტი, 2021 წლიდან ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას, 2022 წლიდან კი შეუერთდა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატის რანგში და ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. ამავდროულად, გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტი. სხვადასხვა წლებში ქეთის იურდიული საქმიანობა დაკავშირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.  2019 წელს  მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2020-2021 წლებში კი- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის რეგისტრაციების ცენტრალიზებულ დეპარტამენტში. 2021 წელს შეუერთდა სამშენებლო კომპანია ,,Smart Solutions”-ის გუნდს მთავარი იურისტის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლიდან აქტიურადაა ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში. ამასთან, სამართლებრივ კონსულტაციას უწევს არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო დონის კომპანიებს


გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (ჯამურად 120სთ). ასევე გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი, მათ შორის, მედიაციის, კერძო, სისხლისა და შრომის სამართლის მიმართულებით.  ამასთან, ჩატარებული აქვს არა ერთი საჯარო ლექცია სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და არის დებატების საერთაშორისო ტრენერი.


დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ასევე ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ახლა კი სწავლას განაგრძობს თსუს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.


2021 წელს ჩააბარა მიჩიგანის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო კურსი Successful negotiation: essential strategies and skills და ამავე წელს ილინოისის კოლეჯის ,,Corporate & Commercial Law : Contracts &Employment Law“.  გავლილი აქვს Wipo- სასწავლო ცენტრის ორგანიზებული სასწავლო კურსი  საავტორო სამართლის მიმართულებით.


სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეწარმეო, საბანკო, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომით-სამართლებრივი და პირად, არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია