Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მორიგი წარმატება

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მორიგი წარმატება

2020 წლის 15 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კვლავ შეძლო, კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, დაემტკიცებინა დისტანციურად ჩატარებული სასამართლო მედიაციით მიღწეული შეთანხმება.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული მეორე საქმეც, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაეცა მედიატორს და დავა, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო სულ მცირე 3 თვე, დასრულდა 1 დღეში.

ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულებული სასამართლო მედიაციის პროცესები წამახალისებელი გახდება მოდავე მხარეებისთვის და მათი ადვოკატებისთვის, რაც შეიძლება ხშირად მიმართონ დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიულ საშუალებას და უმოკლეს ვადებში მიიღონ სასარგებლო შედეგი, რადგან მედიაციით წაგებული არავინ რჩება!!!

 

#ცადემედიაცია!

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია