Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

2020 წლის 29 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეძლო კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, მოეხდინა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების პროცესუალური გაფორმების ორგანიზება და დაემტკიცებინა დისტანციურად ჩატარებული სასამართლო მედიაციით მიღწეული შეთანხმება.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონ დიანა გოგატიშვილის გადაწყვეტილებით გადაეცა მედიატორს და დავა, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო სულ მცირე 3 თვე, დასრულდა 2 დღეში.

საგულისხმოა, რომ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სასამართლოს მედიაციას დაქვემდებარებული სამი საქმიდან, სამივე დასრულდა მხარეთა მორიგებით. 

#ცადემედიაცია!

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია