Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

2020 წლის 17 ივნისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეძლო კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, მოეხდინა სასამართლო მედიაციით მიღწეული შეთანხმების პროცესუალური გაფორმების ორგანიზება და დამტკიცება.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბატონ მამუკა ნოზაძის გადაწყვეტილებით გადაეცა მედიატორს და დავა, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო სულ მცირე 3 თვე, დასრულდა 2 დღეში.

საგულისხმოა, რომ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სასამართლოს მედიაციას დაქვემდებარებული 5 საქმიდან, ხუთივე დასრულდა მხარეთა მორიგებით. 

#ცადემედიაცია!

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია