Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება

2020 წლის 18 ივნისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეძლო კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, მოეხდინა სასამართლო მედიაციით მიღწეული შეთანხმების პროცესუალური გაფორმების ორგანიზება და დამტკიცება.

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის, მორიგების აქტით გადაწყდა საოჯახო სამართლებრივი ისეთი საკითხები, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონ დიანა გოგატიშვილის გადაწყვეტილებით გადაეცა მედიატორს.

სასამართლოს და მედიატორის (მედიატორი - მამუკა კუპრაშვილი) ძალისხმევამ გამოიღო სასარგებლო შედეგი - მედიაცია დასრულდა წარმატებით. მხარეები მორიგდნენ და დავა, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო სულ მცირე 3 თვე, დასრულდა 2 დღეში.

„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლოს მედიაციას დაქვემდებარებული ყველა საქმე დასრულდა მხარეთა მორიგებით.   

 

#ცადემედიაცია!

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია