Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მედიაციის 2020 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკა

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მედიაციის 2020 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკა

სასამართლო მედიაციის 2020 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა ნაკადის, მედიატორთა დატვირთულობისა და მედიაციის დასრულების შედეგების თაობაზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის (მოსამართლე: პაატა ფხალაძე) გადაწყვეტილებით, 2020 წლის ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას გადაეცა 1 საქმე.

 

ü  ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება (საოჯახო სამართლებრივი დავა).

 

ü  ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე, მედიატორი არჩეულ იქნა მხარეთა შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილ 3 დღის ვადაში (მედიატორი: მამუკა კუპრაშვილი).

 

ü  ნოემბრის თვეში წარმართულ იქნა 6 სასამართლო მედიაცია 3 საქმეზე. (მედიატორი: მადონა ნიკოლაიშვილი - 5 სასამართლო მედიაციის პროცესი; მედიატორი მამუკა კუპრაშვილი - 1 სასამართლო მედიაციის პროცესი);

 

ü  2020 წლის ნოემბრის თვეში, 1 საქმე დასრულდა მხარეთე შეთანხმებით, ხოლო ერთი საქმე დაუბრუნდა მოსამართლეს წარმოების განსაახლებლად.

 

ü  დღეის მდგომარეობით ერთ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო მედიაციის პროცედურები.

 

„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2020 წლის 1 იანვარი) დღემდე, სასამართლოს მედიაციას დაქვემდებარებული 15 საქმიდან, 11 საქმე დასრულდა მხარეთა მორიგებით (78.6%), 3 საქმე დაუბრუნდა მოსამართლეს წარმოების განსაახლებლად, ხოლო 1 საქმეზე მიმდინარეობს მედიაციის პროცედურები.


 სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 15 საქმიდან 4 საქმეზე (4 სასამართლო მედიაცია), კორონავირუსით გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლო მედიაცია წარიმართა დისტანციური პლატფორმის გამოყენებით (ოთხივე საქმეზე მხარეთა შორის შედგა შეთანხმება).

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია