Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო მედიაციის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემები

15-01-2021
სასამართლო მედიაციის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემები

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2020 წელს სასამართლო მედიაციას გადაეცა 19 საქმე. (მოსამართლე მამუკა ნოზაძემ - 5 საქმე; მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა - 5 საქმე; მოსამართლე რომან კუპატაძემ - 2 საქმე; მოსამართლე პაატა ფხალაძემ - 5 საქმე; მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა - 2 საქმე)

 

ü  2020 წელს სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 19 საქმიდან:

 

ა) 14 საქმე წარმოადგენდა საოჯახო სამართლებრივ დავას;

 

ბ) 5 საქმე წარმოადგენდა საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავას.

 

ü  2020 წელს სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 19 საქმიდან:

 

ა) 16 საქმეზე მედიატორი არჩეულ იქნა მხარეთა შეთანხმებით

 

ბ) 3 საქმეზე მედიატორი დანიშნულ იქნა მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, რიგითობის წესით.

 

ü  2020 წელს სასამართლოს მედიაცის დაქვემდებარებული 19 საქმიდან:

 

ა) მედიატორ დავით აკობიძეს გადაეცა - 1 საქმე;

 

ბ) მედიატორ მადონა ნიკოლაიშვილს გადაეცა - 7 საქმე;

 

გ) მედიატორ დავით ედილაშვილს გადაეცა - 1 საქმე;

 

დ) მედიატორ თორნიკე ფულარიანს გადაეცა - 3 საქმე;

 

ე) მედიატორ მამუკა კუპრაშვილს გადაეცა - 5 საქმე;

 

ვ) მედიატორ ბექა ინჯიას გადაეცა - 2 საქმე.

 

ü  2020 წელს წარმართულ იქნა 29 სასამართლო მედიაცია 17 საქმეზე, საიდანაც:

 

ა) მედიატორმა დავით აკობიძემ წარმართა - 1 სასამართლო მედიაციის პროცესი;

 

ბ) მედიატორმა მადონა ნიკოლაიშვილმა წარმართა - 10 სასამართლო მედიაციის პროცესი;

 

გ) მედიატორმა დავით ედილაშვილმა წარმართა - 1 სასამართლო მედიაციის პროცესი;

 

დ) მედიატორმა თორნიკე ფულარიანმა წარმართა - 3 სასამართლო მედიაციის პროცესი;

 

ე) მედიატორმა მამუკა კუპრაშვილმა წარმართა - 12 სასამართლო მედიაციის პროცესი;

 

ვ) მედიატორმა ბექა ინჯიამ წარმართა - 2 სასამართლო მედიაციის პროცესი.

 

ü  2020 წელს სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 19 საქმიდან;

 

ა) 13 საქმე დასრულდა მხარეთა შეთანხმებით (76.5%);

 

ბ) 4 საქმე დაუბრუნდა მოსამართლეს წარმოების განსაახლებლად;

 

გ) 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო მედიაციის პროცედურები.

 

2020 წელს დასრულებული ყველა (17 სასამართლო მედიაცია) სასამართლო მედიაცია დასრულდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1875-ე მუხლით გათვალისწინებულ 45 დღიან ვადაში.

 

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 19 საქმიდან 5 საქმეზე (5 სასამართლო მედიაცია), კორონავირუსით გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლო მედიაცია წარიმართა დისტანციური პლატფორმის გამოყენებით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია