Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტაჟირება საჩხერის რაიონულ და ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში

17-04-2024

საჩხერის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 01 მაისი.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "საჩხერის რაიონული სასამართლო".
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 124-ე მუხლის თანახმად, საჩხერის რაიონული და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოში I, II და III რანგის თანამდებობაზე პირის მოხელედ მიღებისას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია