დაიბადა 1971 წლის 16 იანვარს ქ.საჩხერეში.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 სკოლა.
1989 წლიდან 1991 წლამდე იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში.
1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1995 წელს დაინიშნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების ინსპექტორად და მოცემულ პოზიციაზე ასრულებდა სამუშაოს 1999 წლამდე.
1999 წლიდან დაინიშნა და 2005 წლამდე საჩხერის რაიონულ სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.
2005 წლის 22 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ასევე, 2007 წლამდე ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამავე სასამართლოში.
2007 წელს საჩხერის რაიონული და ჭიათურის რაიონული სასამართლოების გაერთიანების (საჩხერის რაიონული სასამართლო) შემდგომ დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და ასევე, 2007 წლის 04 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
2011 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლედ.
2013 წლის 1 ნოემბრიდან, მივლინების გაუქმების დღიდან, აგრძელებს სამსახურს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის თანამდებობაზე.
2016 წლის 15 თებერვლიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით.
2005 წელს ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის მუშაკთა გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა საჯარო რეესტრის მუშაკთა გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა.
1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა გამოცდა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.