Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

20-12-2024
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

 

2023 წლის 08 დეკემბრიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე, საჩხერის რაიონულ  სასამართლოში, ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  18 (თვრამეტი)  განცხადება შემოვიდა. 13 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, 2 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3 განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - იროდი ასანიძემ.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამივე უარი  გასაჩივრდა. გასაჩივრების შემდეგ დაკმაყოფილდა სამივე განცხადება.

 

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელი დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

 

 

 

იროდი ასანიძე

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი,

სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია