Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

28-11-2012
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

2012 წლის 20 სექტემბერს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ ვანო კუპრაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ..-ის 176- მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვანო კუპრაშვილს შვილის, 1997 წლის 09 აგვისტოს დაბადებულ - ნიკა ვანოს ძე კუპრაშვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 20 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანების მიღწევამდე. 2005 წლის 15 ივნისის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა კუპრაშვილს მიეკუთვნა დედის გვარი სამხარაძე და იწოდა ნიკა ვანოს ძე სამხარაძედ. მიუხედავად ამისა ვანო კუპრაშვილი ჯიუტად თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ალიმენტის გადახდას.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ვანო კუპრაშვილმა, წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებას. მას გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამაც გავლენა იქონია მის დასაქმებაზე, ვეღარ შეძლო დაკისრებული ალიმენტის გადახდა. მან დაზარალებულს გადაუხდა გადაუხდელი ალიმენტის ნაწილი და მომავალში სრულად აპირებს დაფარვას. მას უარი ალიმენტის გადახდაზე არ განუცხადებია.

სასამართლომ ბრალდებული ვანო კუპრაშვილი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია