Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

28-11-2012
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

2012 წლის 17 აპრილს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ გურამ ბიწაძის მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობაში .. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინაამღდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ..-ის 177- მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 16 იანვარს, . ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ,,ფარმა დეპო“- აფთიაქში, გურამ ბიწაძე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამავე აფთიაქში მყოფ ლიანა აბესაძის კუთვნილ 50 ლარიან კუპიურას.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გურამ ბიწაძემ, წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, მან აღნიშნული თანხა იპოვა აფთიაქის ტერიტორიაზე და არ ჰქონია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაც კი.

სასამართლომ ბრალდებული გურამ ბიწაძე უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია