Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად

16-03-2016
საჩხერის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით საჩხერის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 ვით. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

 სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

 სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

 ) საქართველოს კონსტიტუცია;

 ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

 ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;

 ) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

 ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;

 ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

 "", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

 დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საჩხერის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მისამართი: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის  ქ. 3, ქ. ჭიათურა, თხელიძის ქ. 41) უნდა წარმოადგინონ:

 

 ) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);

 ) ავტობიოგრაფია;

 ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

 ) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;

 ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);

 კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

       საბუთების მიღება იწარმოებს  2016  წლის 28 მარტიდან   27 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების თარიღი კონკურსანტებს ეცნობებათ დამატებით, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჩხერის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. №3,  ქ. ჭიათურა, თხელიძის ქ. 41, მობ. 577283667;  595410207

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია