Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

14-12-2020
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

 

2019 წლის 09 დეკემბრიდან 2020 წლის 04 დეკემბრამდე, საჩხერის რაიონულ  სასამართლოში, ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  14 (თოთხმეტი)  განცხადება შემოვიდა. 11 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, 2 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - იროდი ასანიძემ.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

 

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელი დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

იროდი ასანიძე

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი,

სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია