Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

samtrediis raionuli sasamarTlo

სამტრედიის რაიონული სასამართლო

სამტრედიის რაიონული სასამართლო

სამტრედიის რაიონული სასამართლოპირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

2012 წლის 20 ნოემბრიდან სამტრედიის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სამტრედიის, ასევე ხონისა და ვანის რაიონებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ხონისა და ვანის რაიონებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 3 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულა 14 საჯარო მოსამსახურე.

სამტრედიის რაიონული სასამართლო განთავსებულია . სამტრედიაში, ძმები ნინუების ქუჩა1-ში.

2007 წელს.  წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

სასამართლოს შენობა არის ორსართულიანი. პირველ სართულზე მდებარეობს 3 სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები  პირველზე და მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

 

ხონის  მაგისტრატი სასამართლო

ხონის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქალაქ ხონში, მოსე ხონელის ქუჩა 17-ში.

სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2009 წელს განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და ხონის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

შენობაში განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, ადვოკატებისათვის საქმის გასაცნობი ოთახი, არქივი, ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახი ოთახი, ერთი სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

 

ვანის მაგისტრატი სასამართლო

ვანის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია . ვანი, თავისუფლების ქუჩა59-ში.

2009 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

შენობა არი ორსართულიანი პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები,ადვოკატებისათვის საქმის გასაცნობი ოთახი და არქივი. მეორე სართულზე სხდომის დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია