Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ლევან მეშველიანი
ლევან მეშველიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს, ქ. ხონში.

1992 წელს დაამთავრა ქ. ხონის მოსე ხონელის სახელობის #1 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2005 წლებში მუშაობდა ხონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში მუშაობდა ხონის შს რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლად.

2007 წ
ს დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2009  წლიდან  მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/280 გადაწყვეტილებით გამწესდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.


ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ლევან ლეჟავა
ლევან ლეჟავა

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 577-67-09-15

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 3 აპრილს ქ. სამტრედიაში.

1998 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის №3 საშუალო სკოლა.

2009 წელს დაამთავრა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2009 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი სასწავლო კურსი და 2010 წლის 29 იანვარს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2010 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 24 დეკემბრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მანდატურად. 

2010 წლის 24 დეკემბრიდან 2012 წლის 2 მაისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2012 წლის 24 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მანდატურად.

2012 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნად და იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის უფლება-მოვალეობები.

2015 წლის 5 იანვრიდან დღემდე მუშაობს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 
ქეთევან მეიშვილი
ქეთევან მეიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 577 28 09 40

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 23 მარტს ქ. სამტრედიაში.

2004 წელს დაამთავრა სამტრედიის რაიონის დაბა კულაშის კაკო მკურნალის სახელობის საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

2012 წლის 19 მარტიდან 2015 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.

2015 წლის 20 აპრილიდან დღემდე მუშაობს სამტრედიის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივნად.

 
 
მურთაზ კაპანაძე
მურთაზ კაპანაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 09 იანვარს ქ. ზესტაფონში. 1981  წელს წარჩინებით დაამთავრ ზესტაფონის №1 საშუალო სკოლა. 1983 წელს ჩაირიცხა და 1990  წელს ასევე წარჩინებით დამთავრივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1984-86 წლებში გაიარა სავალდებულო  სამხედრო  სამსახური საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ნოვგოროდში.


1990 წლის სექტემბრიდან 1995 წლამდე მუშაობდა ვანის რაიონის პროკურატურაში, ჯერ პროკურორის თანაშემწის, ხოლო შემდეგ პროკურორის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე. 


1995 წლიდან დაინიშნა იმერეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე.

1996 წლის ივნისიდან 2004 წლამდე მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროს თანაშემწედ სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით.


2004 წლიდან დაინიშნა  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის  თანამდებობაზე.

 

პროკურატურაში მსახურობის პერიოდში წარმატებული  მუშაობისათვის სხვადასხვა წლებში ხუთჯერ წახალისდა საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით.


2003 წელს ჩაააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2005 წელს ჩაააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.


საქართველოს პრეზიდენტის  2006 წლის 20 თებერვლის ბრძანებულებით დაინიშნ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 21 თებერვალს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვის გამოსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 

ყავს მეუღლე და სამი შვილი


აპარატი
გურამ შენგელია
გურამ შენგელია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 598 35 98 45

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 11 ივნისს ქ. სამტრედიაში.

2009 წელს დაამთავრა სსიპ მელაურის საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013-2015 წლებში სტაჟირებას გადიოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის 8 ივნისიდან 2016 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტად.

2016 წლის 5 ივლისიდან დღემდე მუშაობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

 
ხათუნა წულაია
ხათუნა წულაია

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 595 74 53 54

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წლის 3 თებერვალს ქ. სოხუმში.

2007 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის №10 საჯარო სკოლა.

2007-2011 წლებში სწავლობდა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

2015 წლის 22 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2015 წლის 20 აპრილიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.

2021 წლის 15 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე202
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია