Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის პროკურატურისთვის დაბრუნების შესახებ

03-03-2014

2014 წლის 17 იანვარს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმებით დამტკიცების შესახებ.

შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებული ცნობილი იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

მართალია ბრალდებული აღიარებდა წარდგენილ ბრალდებას, თუმცა მის მიერვე გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის დამადასტურებელი და შესაბამისად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად საკმარისი მტკიცებულებანი, რის გამოც წარმოდგენილი შეუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა პროკურატურას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია