2015 წლის 24 თებერვალს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან მეშველიანმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულ ტ.ჯ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
წარდგენილი ბრალდებით ტ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ყალბი ტრანსპორტის საერთაშორისო მმართვის მოწმობის დამზადება, შენახვა და გამოყენება.
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია ისინი არასაკმარისად და ბრალდებული ტ.ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. |