Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

22.01.2016წ. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

09-02-2016

2016 წლის 22 იანვარს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან მეშველიანმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულ გ.ს.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

    წარდგენილი ბრალდებით გ.ს.-ს ბრალი ედებოდა სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

  სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია ისინი არასაკმარისად და ბრალდებული გ.ს საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია