Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

21.03.2016წ. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

06-04-2016

2016 წლის 21 მარტს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან მეშველიანმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით  ბრალდებულ .-ა და ბრალდებულ ვ.ჩ-ს  მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

   წარდგენილი ბრალდებით .- ბრალი ედებოდა  საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ასევე ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის. ხოლო რაც შეეხება, ბრალდებულ ვ.ჩ-ს წარდგენილი ბრალდებით მას ბრალი ედებოდა ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრესბის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

   სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია ისინი არასაკმარისად და ბრალდებული .ს-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. ბრალდებული ვ.ჩ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია