Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2016 წლის 2 დეკემბერს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

21-12-2016

2016 წლის 2 დეკემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ლევან მეშველიანმა განსასჯელ ნ.დ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ.დ.-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია